ბელარუსში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა

„მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების გამო”, ბელარუსში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი და დავრწმუნდეთ, რომ დამპყრობელმა ფეხი ჩვენი მიწის არცერთ მეტრზე არ შემოდგას. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა სამართალდამცავ უწყებებთან არაერთი შეხვედრა გამართა და შემოღებულია ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, – განაცხადა მაკეიმ.

მისი თქმით, იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო გეგმავს პროვოკაციას, რომელიც ბელარუსის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთის დაკავებასთან არის დაკავშირებული.

მისი თქმით, ბელარუსის უსაფრთხოების ძალები მზად არიან, შეეწინააღმდეგონ “ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც შესაძლოა, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან წარმოიშვას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები