ირანის პრეზიდენტმა აშშ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ შეერთებული შტატები ისლამურ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის არეულობების გამოყენებაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ მან ასტანაში, აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის კონფერენციის VI სამიტზე გამოსვლისას თქვა, – იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

რაისიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მრავალი წელია, ირანის წინააღმდეგ სანქციების უსამართლო პოლიტიკას ახორციელებს.

მისივე თქმით, ზეწოლამ და შეზღუდვებმა ვაშინგტონი მოსალოდნელ შედეგებამდე არ მიიყვანა.

„სანქციების პოლიტიკის წარუმატებლობის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს არეულობების გამოყენებით, ირანში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოეხდინათ, მაგრამ ეს მცდელობებიც ასევე წარუმატებელი იქნება“, – აღნიშნა რაისიმ.

ირანი მასშტაბურმა აქციებმა 17 სექტემბერს მას შემდეგ მოიცვა, რაც “მორალის პოლიციამ” 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. გოგონა პოლიციის განყოფილებაში, ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები