იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია

მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს, – ასე უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაში ქართულ მხარეს მესამე პრეზიდენტის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.

„როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები