ნოდარ ხადური: საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, საერთო ჯამში, გაიზარდა

   საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სავალუტო რეზერვები ხან მცირდება, ხან – იზრდება.
“საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გასული წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა და მერე 440 მილიონით შემცირდა, ანუ, ჯამში, გაიზარდა. ამავე დროს, წელს უკვე სამჯერ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები შეიძინა და დაწყებულია ზრდის პროცესი, რომ ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, სავალუტო რეზერვები ხან შემცირდება, ხან გაიზრდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ერთ წელიწადში 15%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები