იერიში ზაპოროჟიეზე – რუსებმა 12 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს, მრავალსართულიანი სახლების ნანგრევებში ხალხს ეძებენ

ოკუპანტებმა 9 ოქტომბრის ღამეს 12 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, ამჟამად ინფორმაცია 12 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, ხოლო ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

„მტერმა ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა სარაკეტო დარტყმისთვის რაიონულ ცენტრზე. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავებიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით 12 სარაკეტო დარტყმა განხორციელდება. ნაწილობრივ დანგრეულია 9 სართულიანი სახლი. დანგრეულია 5 კერძო სახლი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და 20 ავტომობილი.

მისი მტკიცებით, დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო საავადმყოფოში 49 ადამიანი მოთავსებული, მათგან 6 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები