შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში – ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები