ემანუელ მაკრონი: ევროპული ქვეყნები უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნიან
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპული ქვეყნები უკრაინას რუსეთთან დასაპირისპირებლად დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნიან, მათ შორის ფრანგული Caesars-ის ტიპის ჰაუბიცებს.
„ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ რამდენიმე მოთხოვნაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრთან, მათ შორის Caesars-ის ტიპის ჰაუბიცების მიწოდებაზე“, – განაცხადა მაკრონმა.