გიორგი ვოლსკი: გარკვეულ ჯგუფს რეპუტაცია დაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა უნდა
“გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაცია დაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია.
„ფინანსური რესურსების მოზიდვაზე საუბარი, რომლის წყარო, ადამიანი ყველასთვის ცნობილია, საჯილდაო გახდა. არსებობს ასევე მათი წარსული, რომელიც სისხლიანი ლაქებით ხასიათდება. ხდება ამისგან გამიჯვნა, ისევე, როგორც გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაცია დაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს. მათ რიგებში არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება და როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.