მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი – იოსებ ხახალეიშვილი ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა

ქუთაისის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა.
ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, 6 ამაგდარ პედაგოგს გადაეცა პერსონალური სამკერდე ნიშანი, ხოლო წლის საუკეთესო პედაგოგებს, ქალაქის სხვადასხვა სკოლებიდან, სიგელები და ფულადი ჯილდო.

“მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს!
ტრადიციულად, აღვნიშნეთ ეს დღე და ქუთაისის სკოლების ათეულობით გამორჩეულ მასწავლებელს შეხვედრა მოვუწყვეთ.
საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის სამკერდე ნიშნები გადავეცით 6 ამაგდარ პედაგოგს, ასევე დავაჯილდოვეთ წლის საუკეთესო პედაგოგები. ვისაუბრეთ წარმატებებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ერთად და ღირსეულად დავძლევთ.
მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს ამ მუხლჩაუხრელი შრომისთვის. მათ ყოველთვის ექნებათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა,” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები