“ორ ნაბიჯში” მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველმა უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მაღაზიის თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები