Bloomberg: საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“ – ამ სათაურით Bloomberg-ი მკითხველს საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს აცნობს.

„მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ, ევროპის უკვე კარგად გათელილი ტურისტული მარშრუტების მიღმა, საქართველო ვიზიტორებს თავგადასავლებს სთავაზობს, რომელიც მთელი წელი გრძელდება. რთულია კარგი ამბები უხმაუროდ დატოვო. 2013-19 წლებში საქართველოში ტურისტების რიცხვი 66%-ით გაიზარდა. პანდემიამდე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 9.3 მილიონს მიაღწია. საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 3.7 მილიონია. საქართველოს მიმართულებებით პირდაპირი ავიარეისი 53 ქალაქიდან სრულდება.
ზოგიერთ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდამ ტურისტული ლოკაციების გადატვირთვა გამოიწვია. ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ვენეცია, ამსტერდამი და ბარსელონა ტურისტებით გადავსებულია, ამ მხრივ საქართველო შედარებით აღმოუჩენილი ქვეყანაა.

Bloomberg-ის ბოლო კვლევების მიხედვით გამოკითხულთა 61% ახალი ტურისტული მიმართულების მონახულებას გეგმავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ახალ თავგადასავალს ეძებს, სურს გაეცნოს ახალ კულტურასა და სამზარეულოს. 50%-ს კი ბუნებასთან სიახლოვე სურს.

საქართველო საუკეთესო მიმართულებაა დააკმაყოფილოს ეს სასურველი მოთხოვნები. ქვეყნის სტუმართმოყვარეობის დიდი კულტურიდან გამომდინარე მოგზაურები თბილ დახვედრას ელიან. ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია“, – წერს Bloomberg-ი.

სტატიაში დეტალურად აღწერილია საქართველოს ბუნება, იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლები, საზღვაო და სამთო კურორტები, კერძები და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორია.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმა Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს. კამპანიის ფარგლებში სამი სტატია მზადდება, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები