ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი მომხდარი ინციდენტის გამო სკოლიდან გაათავისუფლეს

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში კედელზე თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშის სტიკერები იყო გამოკრული, ერთ-ერთმა მოსწავლემ სტიკერი ჩამოხია, შედეგად – სკოლამ ის სასწავლო პროცესიდან გაათავისუფლა.

განათლების სამინისტროს მოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ინციდენტი სკოლის დირექციის შეცდომამ გამოიწვია და დირექტორი, შორენა ქონიაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

“სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტალურად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს, ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობასა და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას”, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე სასწავლო პროცესიდან რუსეთის დროში ჩამოხევის გამო გაათავისუფლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო და სკოლის დირექტორმა ინციდენტის მთავარი დეტალი დამალა. მოსწავლეების განმარტებით, თანაკლასელი ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებამ გააღიზიანა და კედლიდან თვითაღიარებული აფხაზეთის დროშის სტიკერი ჩამოხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები