საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს მუჰამედ ჰასან აბდულას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს, მუჰამედ ჰასან აბდულას შეხვდა.

შეხვედრას ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი  – გიორგი გოგაძე, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი და დუბაის პროკურატურის პირველი მოადგილე – იუსუფ ალმატოვა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს.
დუბაის გენერალური პროკურორი მუჰამედ ჰასან აბდულა საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები