საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორვატიის გენერალურ პროკურორს, ზლატა ჰრვოი შიპეკს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორვატიის გენერალურ პროკურორს, ზლატა ჰრვოი შიპეკს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი და ხორვატიის გენერალური პროკურორის მოადგილე – იოსიპ ჩულე ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხორვატიის გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

ხორვატიის გენერალური პროკურორი – ზლატა ჰრვოი შიპეკი საქართველოში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები