ცხინვალში სკოლებსა და ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა
ცხინვალის სკოლებსა და ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, დანაღმვის შესახებ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.
ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ამჟამად, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, კგბ-ს და ე.წ. შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს შენობის შემოწმება.
გარდა ამისა, გადაწყდა ე.წ. დედაქალაქის ყველა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაციაც.