გიორგი ხოჯევანიშვილი და ზაურ დარგალი ყირგიზეთის პარლამენტის და ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, გიორგი ხოჯევანიშვილი და ზაურ დარგალი ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, განხილვის მთავარ თემას საქართველოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

„ჩვენი კოლეგები, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდნენ. ჩვენ გავაცანით ქართული პრაქტიკა. მათი განსაკუთრებული ინტერესი იყო საარჩევნო რეფორმა, თუ როგორ მუშაობს სამაჟორიტარო და პროპორციული სისტემა ქართულ რეალობაში. მათ ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება იქნება სრულად პროპორციული”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები