შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში

“ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ტარდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

“დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. ე.წ. რეფერენდუმი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დაგმო. მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ მის შედეგებს არასდროს ცნობენ და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიევში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნების პროცესს “რეფერენდუმები” ხელს ვერ შეუშლის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები