საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality ოპერირებას ფოთში იწყებს

ფოთში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სასტუმროს „Cloud7 ფოთი”-ს კონცეფცია, რომელიც სასტუმრო ,,ანკორის” გარდაქმნას გულისხმობს, კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ფოთის მერთან შეხვედრაზე წარმოადგინეს.

„Cloud7 ფოთი“-ს ექნება 21 სასტუმრო ოთახი და გრძელვადიანი საცხოვრებელი აპარტამენტი, საერთო სამუშაო სივრცე, სოციალური ჰაბი, რესტორანი, გარე კაფე და სპორტული დარბაზი.

ახალი სასტუმრო 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება ცენტრი ბიზნეს და სოციალური აქტივობებისათვის, ადგილი საქმიანი შეხვედრებისთვის, სახელოვნებო და კულტურული აქტივობებისთვის.

,,ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის შემოსვლა და ასევე განსაკუთრებით სასიამოვნოა რომ ეს საქმიანობა დაიწყება ისტორიული სასტუმრო ,,ანკორისთვის“ ახალი სიცოცხლის შეძენით’’, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები