ლარსის გამშვებ პუნქტთან დღეიდან საპროტესტო აქციები იწყება
საქართველო-რუსეთის საზღვართან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დღეიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ. პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ლარსის გამშვები პუნქტისკენ უკვე დაიძრნენ, სადაც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ოკუპანტი ქვეყნიდან სახიფათო მიგრაციას გააპროტესტებენ.
მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა ჩაკეტოს, ვინაიდან მათი უკონტროლო შემოდინება საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის რისკებს ზრდის.
აქციას უერთდებიან საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებიც. მათი თქმით, რუსეთიდან წამოსული პირები მხოლოდ მობილიზაციას გაურბიან და მათ არც ომი და არც ოკუპაცია ადარდებთ.