ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
„შევთანხმდით პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე კულტურის მიმართულებით. ასევე, განვიხილეთ ის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც კულტურული დიპლომატიის მეშვეობით ხელს შეუწყობს მშვიდობის შენების პროცესს ამიერკავკასიის რეგიონში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.