ადვოკატი: ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ნელი დოროყაშვილი ცდილობს, რეპუტაციულად გაანადგუროს ნიკოლოზ ბასილაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იმართება. პროცესზე ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს დაცვის მხარე დაკითხავს.
როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველმა, ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის და, მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელი დოროყაშვილის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებთან.
“დაცვის და, მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან. ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე შარშან აჩუქა „ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ. როდის იქნება გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ნელი დოროყაშვილი ცდილობს, რეპუტაციულად გაანადგუროს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რასაც ის ნამდვილად ვერ მიაღწევს”, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები