მთაწმინდის პარკში აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტომასალის ჩვენება გაიმართება

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 13:00 – დან 15:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში, ციფრული მუზეუმის სივრცეში, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყობა.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტომასალის ჩვენება.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები