გიორგი ამილახვარი – “ნაცმოძრაობაზე”: თავდასხმის, კრიტიკისა და სიძულვილის პოლიტიკის გარდა, ჯერჯერობით, ვერაფერს ვხედავთ

“ძალა, რომელსაც არ უნდა სახელმწიფოს წარმატება, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. ასეთ ძალასთან ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ნებისმიერი სხვა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა სახელმწიფოებრივ საკითხებზე სალაპარაკოდ ერთ მაგიდასთან ვერ დაჯდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ამილახვარმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ოპოზიციური პარტიისგან, გარდა სიძულვილის პოლიტიკისა, ვერაფერს ხედავენ.

„ჩვენ ამის შესაძლებლობა მათ არაერთხელ შევუქმენით. თუნდაც ახლა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში რამდენიმე სამუშაო ჯგუფია შექმნილი, მაგრამ არცერთში არ იღებენ მონაწილეობას, როგორ შეიძლება ახლა ამ ძალასთან რამეზე ვილაპარაკოთ. თუ მოხდა რაღაც სასწაული, ისე გადალაგდნენ შიგნით და შეიცვალეს აზროვნება, მიხვდნენ, რომ ოპოზიციაში ყოფნა ესეც პრივილეგია, სახელმწიფო სამსახურია და ესეც იმ ხმების დაცვაა, რომელიც ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კონსტრუქციულ საკითხებზე მათთან და ნებისმიერთან ვიმუშაოთ. მაგრამ გარდა თავდასხმის, კრიტიკისა და სიძულვილის პოლიტიკისა, ჯერჯერობით, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები