გიორგი ამილახვარი: ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს – ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე

“ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს – ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი თავისივე დაფინანსებული ხალხით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს აუმხედრდა.

“აქვს თავისი ტელევიზია, აფინანსებს ამ ტელევიზიას და თავისივე დაფინანსებული ხალხით აუმხედრდა ნიკა მელიას, რომელსაც თავის მხრივ რა პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსული აქვს… ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი იძახის, რომ მას აღარ უნდა ქართულ პოლიტიკაში ყოფნა, უნდა დისტანცირდეს და, მეორე მხრივ, მისი მიმდევრები პირდაპირ თავს ესხმიან ნიკა მელიას“, – აღნიშნა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები