ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალების მიზანი რევოლუციური სცენარის რეალიზაცია იყო, ამ მიზანს ისახავს კეზერაშვილის უკანონოდ ნაშოვნი ფულის კონვერტირება ქართულ პოლიტიკაში

“ოპოზიციის რეიტინგი მუდმივად ქვემოთ ეცემა, რაც მათ შორის დაპირისპირებას იწვევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, რადიკალების მიზანი რევოლუციური სცენარის რეალიზაცია იყო, ამ მიზანს ისახავს კეზერაშვილის უკანონოდ ნაშოვნი ფულის ქართულ პოლიტიკაში კონვერტირება.

„ვხედავთ, რომ დავით კეზერაშვილი არის დამფინანსებელი მთელი ოპოზიციური პარტიების, ასევე, მედიის. არ მიმაჩნია, რომ მდიდარ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში, თუ მედიაში ყოფნის აკრძალვა. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანს ეს ფინანსები აქვს ქართული ჯარის გაძარცვის შედეგად მიღებული და აქ მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. ის რომ იყოს პატიოსანი ბიზნესმენი, თავისი საქმიანობით ჰქონდეს მოპოვებული თანხები და ამას ხარჯავდეს პოლიტიკაში, მედიაში, გასაკვირი არაფერი იქნებოდა. მორალურად მიუღებელი უნდა იყოს პოლიტიკაში ასეთი ბინძური ფულის შემოტანა. არასწორია მათ მიერ არჩეული პოლიტიკაც, რომ ომის დროს ქვეყანა დაეზარალებინათ. მათ ომის პარტია ტყუილად არ დაერქვათ. ოპოზიციის რეიტინგი მუდმივად ქვემოთ ეცემა, რაც მათ შორის დაპირისპირებას იწვევს. კეზერაშვილი ფინანსებს იმაში იყენებს, რომ რადიკალური დღის წესრიგი ასაზრდოოს. რადიკალების მიზანი იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაცია და ქვეყნის ისეთ პროცესებში ჩართვა, რაც მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივას მოკლავდა. ამას ისახავს მისი უკანონოდ ნაშოვნი ფულის ქართულ პოლიტიკაში კონვერტირება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები