ნიდერლანდებმა ქვეყანაში რუსი დეზერტირების შეშვების გადაწყვიტილება მიიღო

რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ნიდერლანდებში სამხედრო მობილიზაციის თავის არიდების მიზეზით ჩადიან, უკან არ გააბრუნებენ. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანმა, ერიკ ვან დე ბურგმა განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ნიდერლანდებში საუბრობდნენ, რომ რუსი ახალწვეულები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინაში ბრძოლაზე და დეზერტირები გახდნენ, უფლებას მისცემენ ქვეყანაში, სულ მცირე, 2022 წლის ბოლომდე დარჩნენ.

ვან დე ბურგის თქმით, რუსებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი, ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყდება.

„საკვანძო საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც მათ უკან აგზავნიან: მიიღებენ მათ გაშლილი ხელებით, თუ საფრთხე დაემუქრებათ?“, – კითხულობს ჩინოვნიკი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები