სირიის სანაპიროსთან, ლიბანელი მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 94 ადამიანი

სირიის სანაპიროსთან, ლიბანელი მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 94-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიბანში მზარდი ეკონომიკური სასოწარკვეთის გამო, ბევრი ადამიანი იძულებული გახდა, ევროპაში ჩასვლის იმედით, ხშირ შემთხვევაში, გაფუჭებული და გადატვირთული ნავებით იმგზავროს.

სირიის ხელისუფლებამ დაღუპულთა ცხედრების პოვნა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ ტარტუსის სანაპიროსთან ხუთშაბათს დაიწყო.

სირიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნავი ლიბანის ჩრდილოეთიდან, მინიას რეგიონიდან სამშაბათს გავიდა. მათივე ცნობით, ბორტზე 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევროპისკენ მიემგზავრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები