ბაჩო ახალაია: რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება უკრაინაში, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში
თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება უკრაინაში, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში! აღნიშნული განცხადება ახალაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
“ჩემი თითქმის ყველა მეგობარი დღეს იბრძვის უკრაინაში, რომელთა ოჯახებს აწიოკებენ უშიშროების თანამშრომლები, ოჯახებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ მიატოვებენ ბრძოლას, მათ წაეყენებათ ახალი ბრალები და გამოცხადდება ძებნა მათზე, ბევრი ჩემი მეგობარიც ხვალ-ზეგ მიდის და მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გადაიფიქრებენ ჩაუდებენ ნარკოტიკს, ჩაუდებენ იარაღს! უკრაინელები ჩვენ გვეხმარებოდნენ 20 წლის წინ და ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდში, ეს არ არის მარტო მათი ბრძოლა, იქ რაც უფრო მეტი მტერი, რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში!”- აცხადებს ახალაია.