ზაპოროჟიეში რუსების სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 9 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევსა და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, არის მსხვერპლი. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მოსახლეობამ ღამე სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსში გაატარა. “, – განაცხადა ანატოლი კურტევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები