უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია ჩამოართვა და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა

რუსეთის მიერ ირანული წარმოების იარაღის გამოყენების შემდეგ, უკრაინამ ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევისა და საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანის ხელმძღვანელობის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად რუსეთისადმი იარაღის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-ირანის ურთიერთობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები