თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელიაზე: მას ხელში ჰქონდა 29%-იანი პარტია და 8%-ზე დაიყვანა

ფაქტია, რომ 2018 წელს მეორე ტურის შემდეგ, მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი და მეტიც, პარტია და 8 პროცენტზე დაიყვანა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პირველი არხის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მელიამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში სტაგნაცია და უძრაობა შემოიტანა.

„ჩემი პრეტენზიები გამართლდა. რა პრეტენზია შეიძლება, მქონოდა იმ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიისადმი, რომლის წევრი არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთს, მე ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, რომ მსხვილი ოპოზიციური დასავლური ვექტორის პარტია დასუსტებული როდესაც იყო, მაშინ მოძლიერებულიყო. რატომ მინდოდა ასე? ცოტა შორს ვიხედები და ჩემთვის ამომავალი წერტილი არის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა. ამიტომ ამ ბრძოლის დროს, ამ ბრძოლაში შესუსტებული დასავლური ვექტორი იქნებოდა კატასტროფა.

მეორე ტური ხომ დავდეთ, ეს პრაქტიკული გამარჯვება იყო მაშინდელი ოპოზიციის. მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა წამოვიდა. რა შეიძლება, რომ პროცესს გაუკეთოს მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ცუდი? ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შემოიტანოს სტაგნაცია და უძრაობა. ამაზე ცუდი არაფერი არ არსებობს. ამას მოაქვს ნიჰილიზმი. ეს გააკეთა ამ ახალგაზრდა კაცმა ნებსით თუ უნებლიეთ. მე არ ვიცი რა არის ცუდი სტრატეგია. მეორე ტურის შემდეგ შეიძლება, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ, არ ვისაუბრებ, თუმცა, ფაქტია, რომ 2018 წელს მეორე ტურის შემდეგ, მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი და მეტიც, პარტია და 8 პროცენტზე დაიყვანა. თითქმის ყველაფერი ვთქვი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები