ანტიკორუფციული სამსახურის გამომძიებელი: მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა, დავით მშვილდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უძრავ და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა, თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებშიც მიმდინარეობს.

როგორც მშვილდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაყადაღებული ავტომობილების გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე მოხდება.

,,ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას. ესენია: საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, ავტო და მოტოტექნიკა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა.

ამჟამად, მიმდინარეობს მოძრავი ნივთების ამოღება, რაც გათვალისწინებულია 157-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით. აღნიშნული მოქმედებები მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე, იმერეთსა და კახეთში. დამატებით ინფორმაციას ამოღებული ნივთების რაოდენობასა და დაყადაღებული ნივთების შესახებ დამატებით მოგაწვდით ჩვენი სამსახური”, – განაცხადა დავით მშვილდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები