ოკუპანტებმა ნიკოპოლი და მარგანცი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი ისევ დაბომბეს.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“გამთენიისას ნიკოპოლს და მარგანეცს “გრადებიდან” უტევდნენ, თითქმის 30 ჭურვი ესროლეს მშვიდობიან ქალაქებს”, – აღნიშნა მან.

მისი ინფორმაციით, მარგანეცში ორი ადამიანი დაიღუპა – კაცი და ქალი. წინასწარი მონაცემით, დაშავებულია კიდევ ცხრა ადამიანი. მათგან სამი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

“ასევე, ქალაქში ხანძარი გაჩნდა. რუსულმა ჭურვებმა 8 სახლი დააზიანა, ერთი დაინგრა“, – დასძინა რეზნიჩენკომ.

ნიკოპოლში, წინასწარი ინფორმაციით,10 სახლი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები