თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

  დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის, კუტუზოვის, საირმის, ცინცაძის, გამრეკელის და საბურთალოს ქუჩების 480 აბონენტს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ნუცუბიძის ქუჩის 251 აბონენტს.
სამგორის რაიონში, ქვესადგურში “დიდი ნავთლუღი” გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის 393 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი – 3 IIIა მიკრორაიონის და ჭიჭინაძის ქუჩის 585 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, ქვესადგურში “ღრმაღელე” გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის და ჯავის ქუჩების 5239 აბონენტს.
ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების 281 აბონენტს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები, 10:00საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოჯრის, ამაღლების, ასათიანის, დიდი ხეივნის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩების 662 აბონენტს.
ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის და ჩოლოყაშვილის ქუჩის II კვარტლის 891 აბონენტს.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების და წულუკიძის ქუჩის 715 აბონენტს.
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის 626 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლენტეხის, ბენაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების 127 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის 548 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები