პუტინის რეჟიმთან დაპირისპირების შემთხვევაში, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირების შემთხვევაში, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს.

ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფაზერის თქმით, ბერლინი თავშესაფარს აძლევს იმ დეზერტირებს, რომლებიც მძიმე რეპრესიებს განიცდიან.

„ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეს უქმნის, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს გერმანიაში პოლიტიკური დევნის გამო“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები