მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად, შესაძლოა, ბირთვული იარაღი იქნეს გამოყენებული

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, რეფერენდუმები, რომლებიც რუსული და სეპარატისტული ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ორგანიზებული, გაიმართება და რომ „უკან დასახევი გზა არ არის“.

„დონბასის (დონეცკი და ლუგანსკი) რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მივიღებთ. რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ყველა ტერიტორიის დაცვა  გაძლიერდება. რუსეთმა გამოაცხადა, რომ არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასეთი დაცვისთვის“, – განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები