ირანის პრეზიდენტმა CNN-ის წამყვანის ინტერვიუზე უარი თქვა, რადგან მას ჰიჯაბი არ ეკეთა (ფოტო)

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ CNN-ის წამყვანის ინტერვიუზე უარი თქვა, რადგან მას ჰიჯაბი არ ეკეთა.

ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა Twitter-ზე დაწერა.

„გასულ კვირას, მას შემდეგ – რაც “მორალის პოლიციამ” მაჰსა ამინი დააკავა და მოკლა, ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მატულობს, ქალები ჰიჯაბებს წვავენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. წუხელ ვგეგმავდი ამის შესახებ, პრეზიდენტ რაისისთვის მეკითხა. ეს რაისის პირველი ინტერვიუ იქნებოდა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში. ყველა საჭირო მომზადება გავიარეთ, მაგრამ ირანის პრეზიდენტი არ მოდიოდა. ინტერვიუს დაწყებამდე 40 წუთით ადრე, მისი თანაშემწე მივიდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა შემომთავაზა, ჰიჯაბი გამეკეთებინა, რადგან ახლა მუჰარამის წმინდა თვეა. მე თავაზიანად უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ჩვენ ვიმყოფებით ნიუ-იორკში, სადაც არ არსებობს კანონები და რეგულაციები ჰიჯაბთან დაკავშირებით“, – თქვა ამანპურმა.

მისივე თქმით, „ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ თუ მე ჰიჯაბს არ დავიხურავ, ინტერვიუ არ შედგებაო. მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტ რაისთან საუბარი იმ დროს, როდესაც ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება და ხალხი იღუპება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები