რუსეთში კვალიფიციურ ექიმებს ცხელ წერტილებში გაგზავნიან

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დროს სამედიცინო მუშაკები და ექიმები, რომლებსაც აქვთ საბრძოლო ვითარებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გამოცდილება, პრიორიტეტში იქნებიან.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დმიტრი ხუბეზოვმა თქვა.

”უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ არა ექიმებზე, არამედ – საშუალო სამედიცინო პერსონალზე, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, მამაკაცი-ფელდშერები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის გამოყვანა ბრძოლის ველიდან, ანუ ფიზიკური ძალის მქონე პირები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა გაიგოს, არის ის, რომ უპირობო პრიორიტეტში არიან ისინი, ვისაც უკვე აქვთ საბრძოლო გამოცდილება, ვინც უკვე მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში“, – განაცხადა ხუბეზოვმა.

მისი თქმით, ისინი არიან, როგორც წესი, სამხედრო სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებულები, „რომლებიც ცხელ წერტილებში უკვე არიან ნამყოფი”.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ექიმებზე, მაშინ ესენი არიან, პირველ ყოვლისა, რეანიმატოლოგები, ანესთეზიოლოგები, ქირურგ – ტრავმატოლოგები. რაც უფრო მაღალი იქნება ექიმის კვალიფიკაცია, რომელიც იქნება გამოძახებული, მით უფრო წინა პლანზე იქნება, ანუ იმუშავებს დიდ ჰოსპიტლებში და უფრო კვალიფიციურ დახმარებას გაუწევს“, – განაცხადა ხუბეზოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები