“რუსეთს აგენტები ჰყავს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში” – უკრაინელი დეპუტატი

რუსული დაზვერვა და აგენტურა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში იმყოფება.

ამის შესახებ უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“მტრის არასათანადოდ შეფასება არ ვარგა. მათი სადაზვერვო დეპარტამენტს ბევრი აგენტი ჰყავს, სამწუხაროდ, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რიგებში. მე ვფიქრობ, რომ მათ ესმით ჩვენი შეიარაღებული ძალების შემდგომი ნაბიჯები, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში დავაკვირდებით“, – განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი წარმატებული მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, რუსები ცდილობენ, მიიღონ გარკვეული ზომები, კერძოდ, მობილიზება.

„მაგრამ, ობიექტურად, მობილიზაცია არ არის მოკლევადიანი ქმედება, რომელიც დაუყოვნებლივ გამოიწვევს რაიმე სახის ეფექტს. სამობილიზაციო პროცედურის განხორციელებას დღეები კი არა, კვირები სჭირდება. შემდეგ, ამ სამხედრო პერსონალის გადანაწილება საბრძოლო ნაწილებს შორის, ჩაატარო საბრძოლო კოორდინაცია და გაუშვა ბრძოლის ველზე – ამას დრო სჭირდება“, – განმარტა ვენისლავსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები