პუტინის მიმართვის შემდეგ, კვიპროსმა ლავროვთან შეხვედრა გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა გაუქმდა.
ამის შესახებ Cyprus Mail კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
შეხვედრა დღეს უნდა შემდგარიყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კვიპროსი ასევე აპირებს, შეუერთდეს იმ ზომებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მიმართავენ, დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებით.
“ეს საკითხი განიხილება, როგორც განსაკუთრებით სერიოზული, აუცილებლად იქნება ბევრი რეაქცია, შესაძლოა – ახალი სანქციებით”, – განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოანის კასულიდესმა.