“ოკუპანტებმა მელიტოპოლში, ცენტრალურ ბაზარზე ტერაქტი მოაწყვეს” – ქალაქის მერი
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში ცენტრალური ბაზარი დაბომბეს.
ამის შესახებ Telegram-ში მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა დაწერა.
„ოკუპანტებმა ხალხმრავალ ადგილას ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს, რომ ფსევდორეფერენდუმის წინა დღეს ტერორში უკრაინა დაადანაშაულონ“, – დაწერა ფიოდოროვმა.
მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სამი რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, “მშვიდობიან მოქალაქეებთან დაკავშირებული ინფორმაცია ზუსტდება”.
ივან ფედოროვი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მუდმივად სამ კომპონენტს ავლენს: შიშს, ტერორსა და არასასურველის ლიკვიდირებას.
“ყველამ უნდა გაიგოს: ეს არის მომავალი, რომელსაც ტერორისტული ქვეყანა გვიწინასწარმეტყველებს. ამიტომ, არც ფსევდორეფერენდუმი და არც ტერორისტების რაიმე განცხადებები არ შეცვლის ჩვენს კურსს: ჩვენ მოვახდენთ ტერიტორიების დეოკუპაციას და მშვიდობას დავაბრუნებთ ჩვენს სახლებში”, – განაცხადა მან.