“მობილიზაცია პუტინის ჩამოგდებით დამთავრდება” – სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადიმ განაცხადა, რომ რუსი დედების შვილების ჯარში გაწვევით პუტინი ურთულეს პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

“რუსი დედების შვილების გაწვევით ის თავს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს და მე ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით“, – განაცხადა ნადიმ

ფსევდორეფერენდუმებს და მობილიზაციას ასევე სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ გეგერმაც დაგმო.

“ეს არის უკანონო ანექსია, რომლის მიღება არ შეიძლება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”, – განაცხადა მან.

სლოვაკეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას მაქსიმალურად, მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთის მოსახლეობაში რუსეთისადმი ზოგადი მხარდაჭერა არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები