„პუტინს სურს, უკრაინა რუსი ჯარისკაცების სისხლში დაიხრჩოს“ – ზელენსკი
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ოფიცრებისა და სხვა პერსონალის რეკრუტირების პრობლემაა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ [რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ] მოახდინეს კურსანტების მობილიზება, ბიჭები, რომლებმაც არ იციან ბრძოლა, დაიღუპნენ. მათ სწავლაც ვერ დაამთავრეს. ყველა ეს ადამიანი ვერ იბრძვის. ისინი ჩვენთან მოდიან და კვდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, „პუტინს სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, განსაკუთრებით საკუთარი [რუსი] ჯარისკაცების სისხლში“.