პატრიარქმა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დალოცა და დეპარტამენტის დროშა აკურთხა. სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას და დროშის კურთხევის ცერემონიას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საბრძოლო შემადგენლობა და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები