რუსმა დეპუტატებმა სახლში დარჩენის “ურთულესი გადაწყვეტილება მიიღეს” – “განცხადების დაწერა და ფრონტზე წასვლა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა”
რუსეთის მმართველი პარტიის – “ერთიანი რუსეთის” წევრის, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, დმიტრი ვიატკინის განცხადებით, განცხადების დაწერა და ფრონტზე წასვლა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, დეპუტატებს ამის ფუფუნება არ აქვთ, რადგან “მათ ზურგს უკან მოქალაქეების დგანან”.
„ზოგჯერ ჩანს, რომ განცხადების დაწერა და ფრონტზე წასვლა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა. მაგრამ მოქალაქეები დგანან თითოეული ჩვენგანის უკან”, – ასე უპასუხა მან სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის წინადადებას, რომელიც დეპუტატების მობილიზაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.
ვიატკინმა განმარტა, რომ დეპუტატებმა „ყველას უნდა გადასცენ ინფორმაცია არსებული ვითარების მნიშვნელობისა და კრიტიკულობის შესახებ“.
ერთი დღით ადრე, ვიატკინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა ცვლილებები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში დეზერტირების, ძარცვისა და ჩაბარებისთვის დასჯის შესახებ.