მოსკოვში მოლაპარაკებას რუსეთის და ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნები მართავენ

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ფარგლებში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე, მოსკოვში ბელარუსის და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნები – ალექსანდრე ვოლფოვიჩი და ნიკოლაი პატრუშევი შეხვედრას მართავენ.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მხარეები “საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ”.

“მოსალოდნელია, რომ მხარეები განიხილავენ საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების ძირითად საკითხებს ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ჰიბრიდული გავლენის კონტექსტში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები