ილია მეორე: ხალხმა უნდა იკითხოს წიგნები, გაიაზროს და გაიგოს მისი შინაარსი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ “მოსიარულე ბიბლიოთეკას” წიგნები გადასცა. პატრიარქმა პროექტის მნიშვნელობაზე საკვირაო ქადგებისას ისაუბრა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ “მოსიარულე ბიბლიოთეკა” – ავტობუსი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. “მოსიარულე ბიბლიოთეკა” ყველა სოფელში, ქალაქში შევა და წიგნებს დაარიგებენ. მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც გაქვთ ზედმეტი წიგნები გადასცეთ ბიბლიოთეკას. ეს იქნება დიდი დახმარება რომ ხალხმა წაიკითხოს წიგნები, გაიაზროს და გაიგოს მისი შინაარსი”, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
“წიგნი ყველა სოფელს” გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. პროექტი რეგიონების სასკოლო და ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად. “მოსიარულე ბიბლიოთეკა” სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები