შოიგუ: უკრაინამ 61 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულ არმიასთან ბრძოლაში უკრაინამ 61 207 ადამიანი დაკარგა, 49 368 დაჭრილია.

ამის შესახებ მან მიმართვაში თქვა.

„საწყის ეტაპზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაახლოებით, 201-202 ათასს ადამიანს შეადგენდნენ. ამ ხნის განმავლობაში მათი დანაკარგი 100 ათასზე მეტია. ამავდროულად, დაიღუპა 61 207 და დაიჭრა 49 368 ადამიანი”, – განაცხადა შოიგუმ.

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, შოიგუ ამბობს, რომ “სპეცოპერაციის” დროს მხოლოდ 5937 რუსი ჯარისკაცია დაღუპული.

“არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი ზარალი. დანაკარგი 5937 ადამიანს შეადგენს. აქ არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი ბიჭები, რომლებიც გაბედულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები