“მზად ვართ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ, ეს ბლეფი არ არის” – პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღის გამოყენებით პირდაპირ დაემუქრა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, დასავლეთი რუსეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს, მაგრამ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული საშუალება”.
ამის შესახებ მან ხალხისადმი მიმართვაში თქვა.
“დასავლეთმა ყველა ზღვარი გადალახა. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საუბრობენ უკრაინაში შეტევითი იარაღის მიწოდებაზე, ტექნიკით დარტყმებს აყენებენ რუსეთის ტერიტორიას.
დასავლეთმა დაიწყო ბირთვული შანტაჟიც, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
მაგრამ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული საშუალება და ეს ბლეფი არ არის.
რუსეთი ახლაც, როგორც ადრე, შეაჩერებს მათ, ვინც იბრძვის მსოფლიო ბატონობისთვის, იმუქრება ქვეყნის დანაწევრებითა და დაპყრობით”, – თქვა პუტინმა.