“რუსეთი დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მოსახლეობის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს” – პუტინი
რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელსაც დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებლები რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმზე მიიღებენ.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხალხისადმი მიმართვაში თქვა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთა უმრავლესობა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – თქვა პუტინმა.
დონბასში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში 23-27 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.